ბუღალტერ - ოპერატორი

თბილისი ნახევარი განაკვეთი სუფთა სახლი
ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტერ-ოპერატორი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 116 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ბუღალტერ - ოპერატორის ვაკანსიას.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის  გააქტიურება და გადაგზავნა;
  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა და კონტროლი;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსური, საბუღალტრო ან ეკონომიკური განხრით)
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა;
  • სასურველია გავლილი ქონდეს ACCA-ს კურსები.

 

დამატებითი უნარები:

  • პახუსიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული;

 

დამატებითი პირობები:

  • ანაზღაურება საწყის ეტაპზე 500 ლარი.

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერ-ოპერატორი“.

„სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად