ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე სათავო ოფისში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადგილობრივი შესყიდვების და იმპორტის ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
  • პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი აღრიცხვა;
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტების სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
  • ხელშეკრულებებში ფინანსური ნაწილის კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • აღრიცხვასთან დაკავშირებული შიდა პროცედურებისა და რეგულაციების კონტროლი;
  • მთ. ბუღალტრის ფუნქციების შესრულება შვებულებების ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში;
  • ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება.
  • მენეჯმენტისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება.
  • კომპანიის კრედიტორებთან შედარებების წარმოება და მონიტორინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება ფინანსების მიმართულებით;
  • დისტიბუციის ანდა საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • სასურველია და არა აუცილებელი პროგრამა Exact ანდა Microsoft Dynamics Navision-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ფლობა;
  • პიროვნული თვისებები და უნარები:
  • სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
  • კოლეგიალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“

გისურვებთ წარმატებას