ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Atlas Abashidze
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო „ATLAS Abashidze “ აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქუჩა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@atlasabashidze.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს