ბუღალტერი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი პოლიგრაფისტი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ქართული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

სს პოლიგრაფისტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე ბათუმში

ორგანიზაცია წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც რამდენიმე მიმართულებით უკვე ახორციელებს ინვესტიციებს და აპირებს ახალი მაშტაბური პროექტების დაწყებას.

ორგანიზაცია ცდილობს ჩამოაყალიბოს გუნდი და დააკომპლექტოს ის,  როგორც გამოცდილი ისე  ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც იქნებიან შრომისმოყვარე, ამბიციური და მოტივირებული თანამშრომლები და რომლებსაც ექნებათ თანამედროვე, ინოვაციური და კრეატიული იდეები.

თუკი გსურთ კარიერა დაიწყოთ ან გაარძელოთ კომპანიაში, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო, სადაც მოგეცემათ საშუალება წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, სადაც შეძლებთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მიიღოთ გამოცდილება და გახდეთ საუკეთესო პროფესიონალი, სადაც გენდობიან და გაიზიარებენ თქვენს ყველა საინტერესო ხედვას, მაშინ ეს ვაკანსია არის თქვენვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

განათლება:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის განხრით
  • ზოგადი უნარები არანაკლებ 65%;
  • კანდიდატმა 6 თვის ვადაში უნდა შეძლოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) ცოდნის დადასტურება.

 

პიროვნული თვისებები :

  • გუნდურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ამბიციურობა
  • მოტივირებულობა

 

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ჩვენი მიზანია ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა ყოველთვის, მათ შორის ანაზღაურებასთან მიმართებაშიც.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე poligrafisti10@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.