ინჟინერ-მშენებელი

თბილისი სრული განაკვეთი სის ბიზნეს სერვისი
მივლინება: დიახ
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე ენები: ქართული, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი), სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის ზედამხედველი/პრარაბი, სამშენებლო პროექტების მართვა

სის ბიზნეს სერვისი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

 

მიზნები:

ინჟინერ-მშენებელი პასუხიმგებელია სამუშაოების ვადებზე და ხარისხზე, სამშენებლო სამუშაოების პროექტირების შემუშავებაზე. განსაზღვრავს მათ განრიგს, წესს, საჭირო კადრებს და მუშახელის საჭირო რაოდენობას, ირჩევს საჭირო სამშენებლო მასალებს, აწარმოებს ყველა საჭირო გათვლებს და ა.შ. პირდაპირ ხელმძღვანელობს სამშენებლო პროცესს, მართავს მშენებლობის პროცესებს, აკონტროლებს მის მიერ შედგენილ განრიგს, აკონტროლებს სამუშაოების ხარისხს  (ზედამხედველობა), მათი სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობას. ინჟინერ-მშენებელი აკონტროლებს მომწოდებლებისგან მიღებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხს. აწარმოებს ბიუჯეტის დათვლას, არჩევს სამშენებლო მასალების სახეობას და შემადგენლობას.

 

ცოდნა:

  • სამშენებლო ნორმები და წესები;
  • სამშენებლო კანონმდებლობა და ნორმატიული დოკუმენტები;
  • ხარჯთაღრიცხვების შედგენა ან/და მასზე მუშაობა;
  • შესაბამის დოკუმენტაციასთან (ფარული აქტები, ფორმა 2 და ა.შ) მუშაობა;
  • კომპიუტერისა და შესაბამისი პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • ანალიტიკური და იმავდროულად წარმოსახვითი-სივრცითი აზროვნება.
  • დიდი შტატის მართვის უნარი.
  • პუნქტუალურობა.
  • შედეგებზე ორიენტაცია.
  • კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ლოიალურობა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა.
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვა და ოპტიმალური განაწილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ფოტოსურათთან ერთად მეილზე: tskhadaia.t@gmail.com