ბუღალტერ - ოპერატორი/ სტაჟირება

თბილისი სტაჟირება ჯი ბი ემ სი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: გამოცდილების გარეშე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტერ-ოპერატორი

საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის სტაჟიორის (trainee)  პოზიციაზე.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ გამოყენებული საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის პრაქტიკული შესწავლა;
  • კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომლის თანაშემწეობა და პრაქტიკული დავალებების შესრულება;
  • შესყიდვების, საბანკო, სალაროს და სხვა ტიპიური გატარებების  წარმოება საბუღალტრო პროგრამაში ხელმძღვანელის დავალებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების პრაქტიკული შესწავლა;
  • კომპანიის  კლიენტის საბუღალტრო ოპერაციების წარმოება ადგილზე ხელმძღვანელი თანამშრომლისა და კომპანიის მენეჯმენტის დავალებების საფუძველზე;
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Office პროგრამების ცოდნა, მათ შორის Ms Excel-ის მოხმარების დონეზე კარგი ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური, მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სხარტი აზროვნება;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gbemc.ge  არაუგვიანეს 2019 წლის 15 მაისისა. ელ. ფოსტის საგანში (subject-ში)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა