ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Premiumep
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

თანამდებობის დასახელება: ბუღალტერი

მდებარეობა: თბილისი, გ. ჩიკვაიძის #3 (აეროპორტის მიმდებარედ)

სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 9:00-დან 18:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

ანაზღაურება (თვიური): შეთანხმებით - კვალიფიკაციის შესაბამისად

 

კომპანიის შესახებ:

შპს პრემიუმეპ იურიდიულ პირებს სთავაზობს სრული ელექტრო-მექანიკური სისტემების (MEP) პროექტირებას, მონტაჟსა და კონსალტინგს.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ბუღალტერი თამაშობს საკვანძო როლს კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვის, პროექტების ბიუჯეტების სწორად მართვის, ფორმა #2-ების მომზადება-დამუშავების, მასალების მიმოქცევისა და ბუღალტერიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაში. მჭიდროდ თანამშრომლობს შესყიდვების, საწყობის, მომარაგებისა და პროექტების მენეჯერებთან.

ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს

 

მოვალეობები:

  • პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, როგორებიცაა ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები;
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება: შემოსავლებისა და ხარჯების პროექტების მიხედვით გადანაწილება, სალაროს კონტროლი, საწარმოო ოპერაციები, მივლინებები, ხელფასები;
  • პირველადი დოკუმენტების შევსება, მიღება, წარდგენა და ანგარიშსწორება;
  • ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების  გადაადგილების, განკარგვის, ცვეთის, ჩამოწერის კონტროლი და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია;
     

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, აუდიტის ან ფინანსური მიმართულებით (დასაშვებია სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლების კომპენსირება მეტი სამუშაო გამოცდილებით);
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირეული საკითხების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამის პრაქტიკული ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება FMG ბუღალტერიისა და სასაწყობე პროგრამის ცოდნას;
  • MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებით;

 

სხვა აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

 

რას გთავაზობთ:

  • ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
  • სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 30 მაისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: premiumep4@gmail.com სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!