ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Rossoft
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი

კომპანია : Rossoft

ვაკანსია: ადმინისტრაციული მენეჯერი

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP გადაწყვეტილებები) პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.rossoft.ge

 

კომპანია Rossoft აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კანცელარიის მოწესრიგება - დოკუმენტებთან მუშაობა;
  • კომპანიის ელ-ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
  • კომპანიაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება.
  • ოფიციალური წერილების მომზადება;
  • მყიდველის შეკვეთაზე რეაგირება;
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • ინვოისების მომზადება და კლიენტისათვის მიწოდება;
  • შიდა შესყიდვების ორგანიზება (ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო, საინფორმაციოთუ სამეურნეო მასალით);
  • შესყიდვების ორგანიზება შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით -ინფორმაციის მომზადება შესყიდვის ობიექტის, ფასის, მოწოდების და გადახდის პირობების შესახებ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება;

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Google Mail, Drive) სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილ დონეზე ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი/მოსმენა)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • 1С სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;

 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დ. გამრეკელის №2.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისმართზე: info@rossoft.ge

წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი

Rossoft გისურვებთ წარმატებას!