ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მედიქლაბჯორჯია
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი სამედიცინო: რეგისტრატურა

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკის ამბულატორიულ დეპარტამენტში შემოსული პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება;
  • დარეგისტირრებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
  • დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების მომსახურება შესაბამისი სქემით;
  • სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარი განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • ანგარიშფაქტურის გენერირება;
  • სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორება;
  • პაციენტთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;

განათლება და გამოცდილება:

  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

აუციებელი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გამართული მეტყველება;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ 2019 წლის 6 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV სურათთან ერთად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mediclubgeorgia.ge, ხოლო სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ „ადმინისტრატორი“. სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.