ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი მზარეული 1
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

სს „ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია შპს „მზარეული 1“ აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება rs.ge-ზე;
  • საწარმოო პროცესში განხორციელებული ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად წარმოების ოპერაციების კორექტირება პროგრამაში;
  • ხელფასების დაანგარიშება და შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, MS Excel - მაღალ დონეზე;
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: staff@nikora.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის  19 მაისი.