ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულებით

თბილისი სტაჟირება ბიდიო
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ფინანსები(ზოგადი)

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულებაში

 

ბიდიო“ არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

ადგილმდებარეობა

ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

 

ვაკანსიის დასახელება

სტაჟიორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულებაში

 

ხანგრძლივობა

  • 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

 

სამუშაო საათები

  • სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

 

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები

სტაჟიორი ჩართული იქნება ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის პროექტში, რომლის ფარგლებშიც მას მოუწევს:

  • ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
  • ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან
  • სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო)
  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • SAP-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება
  • გასაუბრება

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - აუთსორსინგი„ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19/05/2019

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.