პროექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ტრანსმშენი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი), სამშენებლო პროექტების მართვა

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’(1929 წლიდან) არის საქართველოში ერთ ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანია, რომელსაც დღემდე  მრავალი უნიკალური პროექტი აქვს განხორციელებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.transmsheni.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონკრეტული სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება.
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა (კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში დათხოვნა);
  • პროექტის ბიუჯეტის, მასალათა და ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, მასალების და მომსახურების მიწოდების გრაფიკის მომზადება.
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის  ყველა ასპექტის მართვა;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიების მომზადება;
  • უსაფრთხოების ინჟინერთან ერთდ სამუშაოთა წარმოების შრომით უსართხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
  • ქვე-კონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
  • მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საიჟინრო, არქიტექტურის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-5  წლიანი გამოცდილება;
  • ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS office, MS project, Archicad, Autocad;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

 

უნარ-ჩვევები (პიროვნული თვისებები):

  • პრეზენტაბელური
  • კომუნიკაბელური
  • პასუხიმგებლობის გრძნობა
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მენეჯერული უნარები
  • დროის მართვის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@transmsheni.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!