ადმინისტრატორი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი GLI
ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

შპს  ,,GLI” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს სასტუმროს მომხმარებლის მიღებასა და რეგისტრაციას.
  • უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრა-დაბინავებას, სათანადო ინფორმაციის მიწოდებას, ანგარიშწორების წარმოებასა და დამატებითი მომსახურებების გაწევას;
  • ახორციელებს სტუმრებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, მათი მომსახურებასთან დაკავშირებული შეკვეთების  მიღება / მიწოდებას;
  • უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორცილებას;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენა – სრულყოფილად, რუსული ენა - სრულყოფილად, ინგლისური - სრულყოფილად.

 

კანდიდატის შერჩევა განხორციელდება დაჩქარებული წესით.

კანდიდატი შერჩევის შემთხვევაში სამუშაოს განხორციელებას შეუდგება არაუგვიანეს 20 მაისისა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ  მისამართზე: hr@bellevuebatumi.com,  გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ადმინისტრატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ,,GLI“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.