ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ქარფესტი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის წყაროს წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილების ლიზინგი.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
  • საბუღალტრო პროგრამაში ასახული სხვადასხვა ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • საგადასახადო პორტალზე მიღებული და გაცემული მონაცემების შემოწმება;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
  • ყოველთვიური დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან/დ ბუღალტერიის მიმართულებით;
  • აუცილებელია, ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია, საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია, ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია MS Excel-ის კარგად ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შესრულების სიზუსტისა და სისწრაფის უნარი.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2019 წლის 22 მაისამდე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ბუღალტერი.

კომპანიაქარფესტში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმეპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიაქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.