ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი ბი ემ სი
ხელფასი: 500 - 1000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი

საქართველოს ბიზნესისა და კაპიტალის მართვის კომპანია აცხადებს მაღალტექნოლოგიური სტომატოლოგიური კლინიკისთვის ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკის პერსონალის, მათი სამუშაო განრიგისა და საქმიანობის სრული ადმინისტრაციული კონტროლი;
  • ბუღალტერიისთვის ინფორმაციის, პირველადი საგადასახადო/საბუღალტრო დოკუმენტაციის ასლების მიწოდების, დადგენილი წესით ბუღალტერიისთვის შევსებული ფორმების სიზუსტისა და სისრულის სათანადო კონტროლი;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაში პერსონალის მიერ აღრიცხული ინფორმაციის, მათ შორის და არამხოლოდ შესრულებული სამედიცინო მანიპულაციების, გადახდების და კლინიკის სხვა საოპერაციო საქმიანობათა აღრიცხვის კონტროლი;
  • კლინიკის მენეჯმენტის მიერ გამოცემული სხვა შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვა და შესრულება;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Office პროგრამების ცოდნა, მათ შორის Ms Excel-ის მოხმარების დონეზე კარგი ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება სხვა პროგრამული უზრუნველყოფების მომხარების დონეზე კარგ მცოდნეს;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისურისა და რუსულის მცოდნეს;
  • უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლებას სტომატოლოგიისა ან/და მომიჯნავე სფეროებში;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა სამედიცინო-სტომატოლგიურ სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის თაობაზე;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური, მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სხარტი აზროვნება;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@gbemc.ge  არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისი. ელ, ფოსტის საგანში (subject-ში)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა