ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი ტაბლა
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.

რესტორანი „პომოდორისიმო“ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბარის გამართული და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო მენეჯერთან ყოველდღიური კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით;
  • დადგენილი წესების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება და ორგანიზება;
  • სტუმრისთვის კონსულტაციის გაწევა, მენიუს გაცნობა, სასმელის არჩევაში დახმარება;
  • მენიუში შემავალი სასმელების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
  • ბარის დანადგარების, აპარატურის, ინსტრუმენტების დანიშნულებისამებრ გამოყენება და მათი მოვლა;
  • უსაფრთხოების და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • ბარის მენიუს სასმელების კალკულაციების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • სასმელების დადგენილი კალკულაციის შესაბამისად მომზადება;
  • ბარის სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და შიდა პროცედურების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბარმენი“.