წარმოების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ლუდსახარში არგო
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა: წარმოების ხარისხის კონტროლი წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში


ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის დამზადების პროცესში რეცეპტის სრული დაცვა, ინგრედიენტების სწორად შერევა და დოზირების გაკონტროლება;
  • საწარმოში მიღებული ნედლეულის დასაწყობება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად და ნაშთის კონტროლი;
  • ჩაბარებული დანადგარებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაცია და უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის მაქსიმალური დაცვა;
  • დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის ან/და ტექნიკური სამსახურისთვის;
  • სამუშაო პროცესში საამქროს დადგენილი ნორმების დაცვა;
  • ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების ოპერატორი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!