HR.GE - სტაჟირების პროგრამა

თბილისი მოქნილი გრაფიკი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: გამოცდილების გარეშე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), კორპორატიული კლიენტები (B2B), კლიენტების მომსახურების მენეჯერი ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი

HR.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების განყოფილებაში.

გაინტერესებთ გაყიდვების სფერო? ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება? მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.

სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და განივითარებთ გაყიდვების უნარებს, გაეცნობით თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.

სტაჟირების პერიოდი გათვლილია 4 თვემდე ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი, ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები შეძლებენ იმუშაონ მოქნილი სამუშაო განრიგით.

კომპანია ახდენს თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფას.

სამუშაოს აღწერა:

  • ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ახალი კლიენტების მოზიდვა
  • HR.ge-ს ბაზაში მუშაობა, მიღებული რეზიუმეების დადასტურება
  • ბაზაში დარეგისტირებული მომხამრებლთა მონაცემების სტანდარტთან შესაბამისობის კონტროლი
  • ბაზის მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან III, IV კურსის სტუდენტებიც)
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო მოთხოვნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე);

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გამოხმაურებისთვის, გთხოვთ მიმართოთ "გაგზავნე CV" ღილაკს

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV