ოპერატორი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი შარმ ტრეიდინგი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას


ადგილმდებარეობა: ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება
  • შეკვეთების მომზადება და კორექტირება
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით)
  • Microsoft Excel-ის ცოდნა
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მათემატიკური უნარები


დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლიანი
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი



ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: bmukbaniani@sharm.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ოპერატორი ქუთაისი“

გისურვებთ წარმატებას!