მზარეული ახალშენში

გურჯაანი, სხვა სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.


„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო „ Akhasheni Wine Resort”-ში სამზარეულოს დეპარტამენტში მზარეულის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: ახაშენი
სამუშაო გრაფიკი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება
  • კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში
  • საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება


ძირითადი მოთხოვნები:

  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითველბა უპირატესობად
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა


პიროვნული თვისებები:

  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი
  • დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!