ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული ლუდის კომპანია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

სს ქართული ლუდის კომპანიის ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.



მოვალეობები:

  • საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის საკითხების ორგანიზება;
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნვეყოფა;
  • წარმოებული საქესპორტო პროდუქციის ნაშთების კონტროლი,
  • ჩამოსასხმელი საწარმოს მიერ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • საექსპორტო ეტიკეტების თარგმნის და ბეჭდვის ორგანიზება საექსპორტო ქვეყნის საკვები და სასმელი პროდუქტების ნორმების დაცვით;
  • ექსპორტის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში, სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში;
  • MS Office ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი, დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კონტროლისა და ანალიზის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • მოტივირებული.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.