ექსპორტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული ლუდის კომპანია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

სს ქართული ლუდის კომპანიის ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პოტენციური დისტრიბუტორების მოძიება და ურთიერთობების დამყარება, გაყიდვების ზრდა ახალ კლიენტთან;
  • არსებული დისტრიბუტორებთან ურთიერთობა/ გაყიდვების ზრდა არსებულ პორტფელზე
  • დისტრიბუტორების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი;
  • საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ანალიზის მომზადება;
  • ექსპორტისთვის დაწესებული გეგმის მონიტორინგის შესრულება / ყოველთვიური გეგმების დაწესება;
  • საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის საკითხების ორგაიზება;
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნვეყოფა;
  • წარმოებული საქესპორტო პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • ჩამოსასხმელი საწარმოს მიერ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • საექსპორტო ეტიკეტების თარგმნის და ბეჭდვის ორგანიზება საექსპორტო ქვეყნის საკვები და სასმელი პროდუქტების ნორმების დაცვით;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების განხრით);
  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • MS Office ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კონტროლისა და ანალიზის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • მოტივირებული.


გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისმართზე: hr@geobeer.ge მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.