ტენდერი ეროვნული ფორუმის ღონისძიებისა და მონაწილეთა დაბინავების მომსახურების შესყიდვის მიზნით

შესყიდვები: ტენდერები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება ახალგაზრდების გაძლიერების პროექტი ,,ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის (YES)„ SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ აცხადებს ტენდერს იურიდიული პირებისთვის ,,ეროვნული ფორუმის“ ღონისძიებისა და მონაწილეთა დაბინავების მომსახურების შესყიდვის მიზნით.


შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი

ეროვნული ფორუმის ღონისძიებისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უზრუნველყოს 150 მონაწილისთვის:
    • გაერთიანებული ღონისძიებების ჩასატარებლად ღია და/ან დახურული სივრცე
    • მცირე ჯგუფებში ღონისძიებების ჩასატარებლად 3 ღია და/ ან დახურული სივრცე
    • კვებითი მომსახურება: I დღე - ვახშამი; II დღე - საუზმე, მცირე წახემსება/ყავა-ჩაი, სადილი, მცირე წახემსება/ყავა-ჩაი, ვახშამი; III დღე - საუზმე.
  • უზრუნველყოს 150 მონაწილის რაოდენობის შესაბამისად შიდა და გარე ტერიტორიის ფიზიკური უსაფრთხოება. ასევე, დაცული ნებისმიერი სახის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღსგან, ალკოჰოლური სასმელებით თუ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობისგან. სასურველია ტერიტორია დაცული იყოს უსაფრთხოების სამსახურისა და ვიდეო-კამარების სისტემით;
  • უზრუნველყონ პირველადი დახმარებით ,,გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის“ (112) მოსვლამდე;
  • ტერიტორია განთავსებული იყოს ქალაქგარეთ ტიპის დასახლებაში (სასურველია სახმელეთო საკურორტო ზონა);

ეროვნულ ფორუმში მონაწილე პირების დაბინავებისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უზრუნველყოს 150 მონაწილის (მათ შორის მოზარდი არასრულწლოვნების) 2 (ორი) ღამე დაბინავება;
  • საცხოვრებელი გარემო უზრუნველყოს შიდა და გარე ტერიტორიის უსაფრთხოების სტანდარტით და ორივე ტემპერატურის უწყვეტი წყლით, მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად აღჭურვილი სველი წერტილებით სანიტარული ნორმების დაცვით.
  • მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად ხელმისაწვდომი სუფთა სასმელი წყალი და უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრო ენერგია.



სავალდებულო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილე იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:


ტექნიკური განაცხადი

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
  • შემოთავაზებული სასტუმროს ამსახველი ფოტო-მასალა ან ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი;
  • მომსახურებების ფარგლებში უზრუნველსაყოფი მენიუს სხვადასხვა ვარიანტი;
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება.


ფასის განაცხადი:

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში:

  • ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება;
  • მცირე და გაერთიანებული ღონისძიებებისთვის მომსახურების ღირებულება;
  • საუზმის ფასი ერთი პირისთვის (თანდართული მენიუ);
  • სადილის ფასი ერთი პირისთვის (თანდართული მენიუ);
  • ვახშმის ფასი ერთი პირისთვის (თანდართული მენიუ);
  • მსუბუქი წახემსება (ყავა/ჩაი) ფასი ერთი პირისთვის (თანდართული მენიუ).


თანხის გადახდის პირობები

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება მომსახურების სრულად მოწოდების შემდგომ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში.


გაწევის ვადები

ეროვნული ფორუმი ჩატარდება შემდეგი განრიგით: I დღე: მონაწილეების მიღება 18:00 სთ, II დღე: სრული დღე III დღე: 11:00 გამგზავრება (3 დღე და 2 ღამე).

აღნიშნული დღეების გათვალისწინებით თარიღების შემოთავაზება შესაძლებელია 2019 წლის29,30,31 ივლისი, 1 აგვისტოს ან 5, 6, 7, 8 აგვისტოს პერიოდში.



დაინტერესებულმა კომპანიებმა/ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ ,,ეროვნული ფორუმის ღონისძიების მომსახურება“ - YES პროექტი“.


სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 ივნისი, 17:00 საათი.


განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 19ბ, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge