ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი GDCC
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

Loreal-ის, Ficosota-ს და Johnson&Johnson -ის ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ,,ჯიდისისი’’ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • "1C"-სთან მუშაობის გამოცდილება - სავალდებულოა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა;



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო აგენტებისგან შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
  • ზედნადებების ატვირთვა;
  • აქტიური ზედნადებების დასრულება;
  • კონტრაგენტების შექმნა;
  • პროგრამულად გადაადგილებისა და შეკვეთების გაკეთება;


პიროვნული თვისებები:

  • ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმსა და სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;



სამუშაო ადგილი თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ–მისამართზე: hr@gdcc.com.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: ოპერატორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://gdcc.ge/georgian/