ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება

სს “იბერია რეფრეშმენტსი“ – პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ჩამომსხმელი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ­­­­­­­­თბილისში.



ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება, ორხევი.



ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროდუქტის აღება (სიროფის და წყლის შეზავება, პროპორციის ზუსტი დაცვით; პროდუქტში ნახშირორჟანგის შემცველობის კონტროლი)
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი (საცობი; პროდუქტის დონე ბოთლში და აშ.)
  • სანიტარიზაციის ჩატარება (ხუთსაფეხურიანი რეცხვა; ქაფით დამუშავება)
  • მექანიკური კონტროლი
  • ფილტრების შემოწმება კვების უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით



გამოცდილება:

  • სასურველია მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • კომპიუტერის ელემენტარული ცოდნა



პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა



დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge



გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 ივლისი