საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფოლადის სახლი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი, საწყობის თანამშრომელი

კომპანია „ფოლადის სახლი”, ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

  • საწყობის მუშაობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
  • საწყობში შემოსული მასალის მიღება და შედარება არსებულ შეკვეთასთან
  • საწყობში არსებული მაგარების კონტროლი
  • მარაგების შესახებ რეპორტინგი შესყიდვების დეპარტამენტთან
  • დასაწყობების დაგეგმვა და მონიტორინგი
  • საწყობის ოპერატორთან თანამშრომლობა ინვენტარიზაციის პროცესში
  • გაყიდვების შესაბამისი მასალების დატვირთვის მონიტორინგი
  • საწყობის თანამშრომლების მენეჯმენტი
  • მჭიდრო ურთიერთობა როგორც შესყიდვების ისე გაყიდვების დეპარტამენტთან
  • ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გაწერა
  • ანგარიშგება ხელმძღვანელ პირთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • RS.ge ზე მუშაობის გამოცდილება
  • საწყობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება


უნარები:

  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მენეჯერული უნარი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის მენეჯერი.

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge