პრისელერი/სავაჭრო აგენტი ქუთაისსა და სამეგრელოში

ზუგდიდი, ქუთაისი, სხვა სრული განაკვეთი ბიდი პლიუსი (Compact)
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), სავაჭრო წარმომადგენელი, პრისელერი

შპს ბიდი პლუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) ვაკანსიას ქუთაისსა და სამეგრელოში.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 8:30-18:00 სთ.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით).

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ქსელის მართვა.
  • ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
  • შეკვეთის აღება, მიწოდება ოპერატორთან პროგრამის მეშვეობით.

პიროვნული უნარები და თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანდასახულობა;
  • მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 10 ივლისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე