ადმინისტრატორი / მიმღების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Silver 39 Boutique Hotel
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa), მიმღები (Front Office)

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, ახლად გახსნილი 21 ნომრიანი სასტუმრო „Silver 39 Boutique Hotel“ აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორისა და მიმღების თანამშრომლის პოზიციებზე:



ადმინისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • სასტუმროს პროგრამა Fidelio-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.



ძირითადი ფუნქციები:

  • სტუმრის მიღება, რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა და განთავსება;
  • სტუმრის შესახებ ინფორმაციის შევსება, პროგრამაში ასახვა და დაარქივება;
  • სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და მუდმივი კონტროლი;
  • სასტუმროში შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
  • სასტუმროს ფასების და მომსახურებების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის;
  • ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება;
  • გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში;
  • სტუმრის სერვისთან დაკავშირბული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება / გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
  • მუდმივი კავშირი ყველა არსებულ დეპარტამენტთან, მათ შორის დასუფთავებისა და სერვისის;
  • დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მომავალ Check-in და Check-out -ზე;
  • დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას;
  • სასტუმროს სტუმრების მონიტორინგი;
  • მიმღების სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პოზიციის შესაბამისი მითითებების შესრულება.



​სამუშაო გრაფიკი: სრული

სახელფასო განაკვეთი: გამოცდილებიდან გამომდინარე



მიმღების თანამშრომელი

ძირითადი მოთხოვნები:

  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
  • სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm@silver39.ge