ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Atlas Abashidze
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო „ATLAS Abashidze “ აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.


მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქუჩა.


სამუშაო გრაფიკი: სრული (12 საათანი ცვლებით)

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@atlasabashidze.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!