ელექტრიკოსი

გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ფუნქციონირებს 2015 წლის სექტემბრიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „მინერალი“ აცხადებს ელექტრიკოსის ვაკანსიას. კომპანია „მინერალის“ მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში „მინერალი“ აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია გარდა, იმისა რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას. გარდა პროდუქციის წარმოებისა "მინერალი" მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს; ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.



„მინერალი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე



ძირითადი მოვალეობებია:

  • საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტროობის მიმართულებით სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების წარმოება;
  • მოწყობილობების დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გამოცვლა;
  • საწარმოო დანადგარების და მოწყობილობების პრევენციული მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • საწარმოო დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების საექსპლუატაციო პირობების დაცვა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • საჭიროებისამებრ სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.



ელექტრიკოსისთვის სავალდებულოა:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე;
  • საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



ელექტრიკოსისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინურობა;
  • ტექნიკური უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სერვისზე ორიენტირებულობა.



ხელფასი და გრაფიკი:

  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • გრაფიკი - კვირაში 5 დღე.



თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!