ინსტალატორი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
ენები: ქართული მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „ სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქ.თბილისში



სამუშაოს აღწერილობა:

  • ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
  • აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
  • აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
  • კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები

  • სასურველია ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • სახელმწიფო ენის ფლობა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2019 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.