საწყობის მენეჯერი რუსთავში

რუსთავი სრული განაკვეთი რეტკო
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი, საწყობის თანამშრომელი

შპს “რეტკო” ქ. რუსთავში არსებული, ძალოვანი ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა საქართველოში.


შპსრეტკო”, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: რუსთავი

სამუშაო განაკვეთი: სრული



ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს საქონლის მიღება, გაცემა, დათვლა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • წარმოების საწყობებს შორის საქონლის გადატანის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • თითოეულ წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული მასალების აღიცხვა/კონტროლი და პროგრამაში შეტანა;
  • საქონლის ჩამოწრის აქტების მომზადება;
  • შაბლონური ხელშეკრულებების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
  • საწყობში ინვენტარიზაცია და ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება;
  • საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;



მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • სასურველია პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება



პიროვნული თვისებები:

  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • უმნიშვნელო დეტალებზე კონცენტრირებული;
  • ორგანიზებული;
  • მოტივირებული და ენერგიული;
  • ყურადღებიანი, შრომისმოყვარე;
  • დროის მართვის უნარი.



ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ხელფასს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული ზრდას;



დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@retco.ge (ველში «subject» მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივლისი.