ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილების ოპტიკური ქსელის მომსახურების ქვეგანყოფილებაში ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

  • დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
  • ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • როფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების ნორმების შესაბამისად გამოყენება და შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.