დაზღვევის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ალდაგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.



სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერბუკის 1 (სპორტის სასახლის უკან)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00



ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა გზებით პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
  • არსებული კლიენტების მომსახურება, დაზღვევის განახლებების შეთავაზება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.



ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.



აუცილებელი უნარები:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • მიზანდასახული.



გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დაზღვევის მენეჯერი



სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."