ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პალიტრა მედია ჰოლდინგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: ადამიანური რესურსების მართვა, პერსონალის შერჩევა/რეკრუიტინგი

“პალიტრა მედია ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. ,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“ აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მოზიდვის და შერჩევა/დაქირავების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • პერსონალის პირადი საქმეების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა/შენახვა/განახლება;
  • თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება;
  • თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა/კონტროლი;
  • HR დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე რაპორტების წარმოება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 სთ;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!