სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი Global Beer Georgia
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი, პრისელერი

გლობალ ბიერ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.



Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი „აისი“, ,,კაიაკი“, ,,ყაზბეგი“ „შავი ლომი“, „კრუშოვიცე“, ,,ამსტელი“; ლიმონათი „ბერიკა“ ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.


ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.



სავაჭრო წარმომადგენელის (პრისელერის) თანაშემწის მოვალეობები:

  • პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზირება საცალო და საბითუმო ქსელში
  • სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
  • სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
  • სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომოაქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
  • სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
  • კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
  • სხვა დაკავშირებული საკითხები და ამოცანები



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება
  • გაყიდვების, მარკეტინგის, თრეიდმარკეტინგის ან მერჩინდაიზინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • პროდუქციის პრეზენდაციის უნარიზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • ‘’B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება



პიროვნული თვისებები:

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.