ინჟინერ-კონსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: კონსტრუქტორი

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი- პარასკევი - 09:00 – 18:00)

მოვალეობები:

  • მოქმედი და ამორტიზებული ობიექტების აღდგენა-გაძლიერების საპროექტო (კონსტრუქციული ნაწილი) დოკუმენტაციის, მათ შორის შენობა-ნაგებობებისა და მილსადენების შექმნა;
  • ახალი დასაპროექტებელი ობიექტებისთვის შენობა-ნაგებობების, ლითონკონსტრუქციების, მილსადენების და სპეციფიკური ნაგებობების, კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
  • სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება და დეპარტამენტებისთვის გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო- საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სამშენებლო სფეროში);
  • არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე;
  • სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდანა: AutoCAD Robot, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია).



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2019 წლის 9 აგვისტოსი.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.