ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო ნიუ ტიფლისი
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო „New Tiflis“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორი პოზიციაზე


ძირითადი მოთხოვნები:

  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია Excel)
  • სქესი: არაა შეზღუდული



ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო/ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
  • სტუმრის მიღება/განთავსება/ინფორმირება სასტუმროს სერვისებზე;
  • სატელეფონო ზარებზე/შეტყობინებებზე დროული და თავაზიანი პასუხი, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შემოსული/გასული დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მოწესრიგება/კონტროლი;
  • ადმინისტრაციული საკითხების დროული და ეფექტური მოგვარება;
  • ნაღდი/უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;



პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • თავაზიანობა
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • ცვლილებებისადმი მზაობა



გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: Sales-marketing@new-tiflis.ge