მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი რეგალ
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

სადისტრიბუციო კომპანია რეგალი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება კანონთან შესაბამისობაში
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება;
  • ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
  • საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
  • გარე ფინანსური აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი.
  • სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
  • საბუღალტრო პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა, ტექნიკური დავალების შექმნა და ფუნქციონალის გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია დისტრიბუციის მიმართულებით)
  • ACCA-ს კურსები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
  • IFRS სტანდარტების ცოდნა სავალდებულოა.
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel , Word)
  • 1C-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული,შრომისმოყვარე,ენერგიული

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ქართულ ენაზე) შემდეგ იმეილის მისამართზე: auditoffice_geo@yahoo.com

გთხოვთ, თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - მთავარი ბუღალტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.