ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ-უნიქარდი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა: ინტერნეტ მარკეტინგი

უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:

ციფრული არხების ადმინისტრირება და მართვა (WEB, LinkedIn, Facebook, Instagram, YouTube);

მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირება (Facebook ads, Instagram ads, google adwords, Mailchimp);

Google Analytics-ში მუშაობა;

  • სოციალური მედია არხების შექმნა, მართვა, რეკლამირება და რეპორტინგი;
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა განხოციელება და მონიტორინგი;
  • მომხმარებლებთან სწრაფი და ადეკვატური კომუნიკაცია სოც. ქსელების მეშვეობით;
  • ქონთენთის შემუშავება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და განთავსება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებების, ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა,google-ს,LinkedIn, facebook-ის და Instagram-ის პრომოციული საშუალებების გამოყენება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
  • SEO პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (OFF-Page SEO / On-Page SEO);



პიროვნული თვისებები:

  • გამართული, შემოქმედებითი და კრეატიული წერის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა



გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge . "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.unicard.ge გისურვებთ წარმატებას!



ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტში მოცემული მონაცემებით (შემდგომშ „კანდიდატის პერსონალური მონეცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ

განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.



თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე: +995 32 2 555-222.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.