ავტოსათადარიგო ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ჯითი მოტორსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა, მარაგების მართვა ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

შპს „ჯითი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოსათადარიგო ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია „ჯითი მოტორსი“ წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (დასვენების დღე კვირა).


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში წარმოდგენილი ბრენდების (Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki) სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარებისათვის ოპტიმალური ბაზის შექმნა, კომპანიის სამიზნე მარჟის მონიტორინგი და მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
  • სასაწყობე ნაშთის კონტროლი და ბრუნვადობის ანალიზი პროდუქციის სახეობების მიხედვით - მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნება და კონტროლი;
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ფასების მონიტორინგი და ფასწარმოქმნის კალკულაცია;
  • მარკეტინგული აქციების ინიცირება, სააქციო პროდუქციის განსაზღვრა და შედეგების ანალიზის მომზადება;
  • დეპარტამენტის გეგმის განსაზღვრა, გეგმაში საჭირო ცვლილებების შეტანა და შესრულების მონიტორინგი;
  • სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების შესყიდვების დაგეგმვა ოპტიმალურად, მომწოდებელთან გეგმის შეთანხმება;
  • ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მონიტორინგი, პროდუქციის ჩამოსვლის ვადებისა და ტრანსპორტირების ხარჯების კონტროლი;
  • დაკარგული რეალიზაციების (lost sales) აღრიცხვა და ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და შემდგომი ღონისძიებების გატარება;
  • საოპერაციო ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა (ტრანსპორტირება, მარჟა, მარაგები);
  • ინდივიდუალური შეკვეთების განხორციელება და დათქმული ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს კონტროლი გეგმებთან მიმართებაში, შედეგების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და აღრიცხვის შედეგების ანალიზი;
  • გაყიდვების არხების მოძიება, განვითარება და მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
  • კორპორატიული შეთავაზებების მომზადება და შესაბამისი პორტფელის ზრდაზე ორიენტაცია;
  • საცალო გაყიდვების არხისთვის შეთავაზებების მომზადება და ნაშთის შესაბამისი პროდუქციით უზრუნველყოფა;
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელებთან;
  • მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;



აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (ვერბალური და წერითი);
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • მართვის მოწმობის ფლობა;



პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პრეზენტაბელური;
  • მოტივირებული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;



გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@landrover.ge; ასევე გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება;