მთავარი ბუღალტრი

თბილისი სრული განაკვეთი პალიტრა მედია ჰოლდინგი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი

,,პალიტრა მედია ჰოლდინგი-ს“ შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. ,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“ აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Oris-ის და Fina-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00 სთ;


ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე.ბაღდავაძის ქ.#20

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!