სასტუმროს მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში სისუფთავის და სიმყუდროვის შექმნის და შენარჩუნების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება;
  • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი;
  • დარწმუნებული იყოს, რომ თითოეული ოთახი ისეა დალაგებული და მოწყობილი, როგორც ეს შეესაბამება სასტუმროს სტანდარტებს.
  • მოამზადოს დასუფთავების დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტი (ანგარიში).
  • მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება და გაუკეთოს ორგანიზება, რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ძირეულ აღმოფხვრას.
  • შეიმუშავოს და განავითაროს დასუფთავების სისტემები და პროცედურები.
  • მოამზადოს ინფორმაციული ანგარიშები მენეჯმენტისთვის.
  • ყურადღება მიაქციოს და აკონტროლოს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის ყიდვასა და მათ გამოყენებას.
  • ყურადღება მიაქციოს სტუმართა აზრსა და პრეტენზიებს.
  • ყურადღება მიაქციოს შეკვეთილი ნივთების მოტანისას, მათ სისწორესა და რაოდენობას.
  • აკონტროლოს მინი ბარის პროდუქციის ბრუნვა და აწარმოოს აღწერები.
  • ორგანიზება გაუკეთოს თანამშრომელთა ტრენინგებს და მათ ეფექტურობას.
  • ზუსტად გათვალოს თითოეული თანამშრომლის დამატებითი ფუნქცია.



ძირითადი მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარე
  • აქტიური
  • ენერგიული, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური
  • დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Vacancy12@hr.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!