სასტუმროს მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს სპა-ცენტრის ვაკანსიასსასტუმროს მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი მოვალეობები:

  • დიასახლისების სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება;
  • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი;
  • პირსახოცების, თეთრეულისა და ოთახში არსებული თითოეული ნივთის სისუფთავის კონტროლი;
  • სასტუმროს ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება;
  • სტუმრის პირადი ნივთების მოფრთხილება;
  • დაკარგული ნაპოვნი ნივთების და პროცედურის კონტროლი;
  • დასუფავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება;
  • ოთახების სტატუსების პირადი კონტროლი;
  • მინიბარის პროდუქციის კონტროლი;
  • HK მენეჯერთან ერთად აღწერების პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელება;
  • მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება;
  • სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა;
  • ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა;
  • მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სასტუმროს ჰაუსქიფინგ მენეჯერის დავალებების შესრულება;



ძირითადი მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

  • პოზიტიური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარე
  • აქტიური
  • ფიზიკური შრომის უნარი.
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური
  • დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Vacancy12@hr.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!