რეზერვაციების მენეჯერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჯავშნები

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • როგორც ადგილობრივი რეზერვაციების, ასევე საერთაშორისო რეზერვაციების მიღების უზრუნველყოფა.
  • შესაბამის წერილებზე, ფაქსებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ფრონტ ოფისის მენეჯერთან შეთანხმებით.
  • რეზერვაციების და შემომსვლელ სტუმართა შესახებ ინფორმაციის მუდმივად შემოწმება.
  • დაკავებული ოთახის მზადყოფნის უზრუნველყოფა შესაბამისი დროისთვის.
  • კომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების შესახებ ინფორმაციების ჩანიშვნა და ფრონტ ოფის მენეჯერისთვის გადაცემა.
  • ნომრების დაკავებულობის შესახებ ინფორმაციის/რეპორტის გაკეთება.
  • ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი რეზერვაციების იდენტიფიცირება;
  • სასტუმროს თითოეული სერვისის, ოთახის და ოთახის ტიპის ზედმიწევნით ცოდნა;
  • მნიშვნელოვან სტუმრებსა და “VIP“ სტუმრებზე ინფორმაციის ქონა;
  • სერვის პლიუსის ყველა სტანდარტის დაცვით მუშაობაზე დაკვირვება და კონტროლი;
  • ჯგუფის რეზერვაციების კოორდინირება;
  • რეზერვაციის სტატუსების მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • გაუქმებული თუ მოქმედი ჯავშნების მუდმივი კონტროლი;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილების ქონა.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
  • ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!