გაყიდვების  აგენტი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული



ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერებთან ერთად სწორად დასახოს გეგმები, რათა სათანადოდ გაყიდოს სასტუმროს ნომრები;
  • მუდმივად განაახლოს სამიზნე აუდიტორიის და კლიენტების ბაზა;
  • შემუშავებული გაყიდვების გეგმით გაზარდოს შემოსავალი;
  • გამუდმებული კონტაქტი იქონიოს კორპორატიულ კლიენტებთან და გაუკეთოს მათ სპეციალური შეთავაზებები.
  • უნდა შეეძლოს სწრაფი და დროული პასუხები გასცეს კლიენტს, დროული კომუნიკაცია მოახდინოს საკუთრებებზე და განავითარო გრძელვადიანი, პროფესიული ურთიერთობები.
  • დაიმსახუროს მომხმარებლის კეთილგანწყობა და ლოიალურობა და ისე განაგრძოს მათთან თანამშრომლობა.
  • მიღება განთავსების დეპარტამენტთან ერთად იმუშაოს გუნდურად, რათა უფრო მარტივად მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
  • ახალი უნარ–ჩვევები გამოიმუშავოს გაყიდვების სფეროში.
  • განავითაროს და მოამზადოს ახალი შეთავაზებები შესაბამისი კლიენტებისთვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
  • ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!