სპა-ცენტრის  მენეჯერი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: სპა

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს სპა -ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს სასტუმროს სპა - ცენტრის წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან.
  • უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • უზრუნველყოს სისუფთავე და თანამშრომელთა მოწესრიგებული გარეგნობა სპა-ცენტრში.
  • ზედამხედველობა გაუწიოს სპა- ცენტრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, გუნდურ მუშაობას და იზრუნოს გაწეული სამუშაოს ეფექტურობის გაზრდაზე.
  • გამოააშკარავოს განყოფილების თანამშრომლებისათვის ტრეინინგის საჭიროებები და მიიღოს მონაწილეობა მათ დაგეგმვაში.
  • მიიღოს სათანადო მონაწილეობა სპა-ცენტრის თანამშრომლების სწავლებაში.
  • აკონტოლოს ყოველდღიური რეპორტი;
  • აკონტროლოს გადახდები და ინვოისები.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • გაყიდვებზე ორიენტირებული სასტუმროს მომსახურებების და თავისებურებების შესანიშნავი ცოდნით.
  • გამორჩეული ლიდერობის, ორგანიზებისა და სტუმრებზე ზრუნვის უნარები.
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების შესანიშნავად ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების უნარი.
  • სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
  • ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!