სუშეფი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa” აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში სუშეფის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული



ძირითადი მოვალეობები:

  • აკონტროლოს დადგენილი მენიუს ზედმიწევნით შესრულება ყველანაირი სახის გადახრების გარეშე.
  • აკონტროლოს პროდუქციის დახარისხება კატეგორიებად.
  • ვალდებულია აკონტროლოს სამზარეულოს თანამშრომლების ჰიგიენა;
  • უზრუნველყოს აღწერები ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს თანამშრომლების დროული ინფორმირებულობა და მათი სამუშაო გრაფიკის დადგენა.
  • ვალდებულია დაიცვას და აკონტროლოს ნედლეულის შენახვის სტანდარტები და ვადები, ასევე მწარმოებლის მიერ მითითებული პირობები. აკონტროლოს მაცივრების ტემპერატურული რეჟიმი.
  • აკონტროლოს მზა და ნედლი პროდუქციის დახარისხება რათა არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება.
  • დროულად მოახდინოს ზემდგომის ინფორმირება რაიმე სახის პრობლემური საკითხის წარმოქმნის შენთხვევაში
  • აკონტროლოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათ უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა.
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები.
  • იმუშაოს გუნდურად. გაუწიოს დახმარება თანამშრომლებს და საჭიროებისამებრ მათი მხრიდანაც მიიღოს დახმარება.
  • მკაცრად აკონტროლოს სამზარეულოს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სამზარეულოს სისუფთავე.



ძირითადი მოთხოვნები:

  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.
  • სამზარეულოს კონტროლის, მენიუს შემუშავების და კალკულაციების შედგენის უნარი.
  • საკვების სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
  • კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და ენერგიული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!