ადმინისტრატორი საგურამოში

მცხეთა, სხვა სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს სპა-ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებით)



ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა ჩაწერა, მიღება და გაცილება სპა პროცედურაზე;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება სპა პროცედურების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.



პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
  • კომპლექსთან ახლოს საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამქირავებელი.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე Vacancy12@hr.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!