გაყიდვების მენეჯერი საგურამოში

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია სევსამორა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: რუსული, ინგლისური, ქართული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

საგურამოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი “Sevsamora Resort & Spa”- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სწორად ესმოდეს სასტუმროს ბიზნესი; შეიმუშავოს სტრატეგიები, რათა სათანადოდ გაყიდოს სასტუმროს ნომრები.
  • კვარტალურად განაახლოს გეგმები და ფინანსური ანგარიშები (რეპორტები).
  • გაყიდვების გეგმა უნდა შეუთავსოს გაყიდვების ახალ შესაძლებლობებს და გაზარდოს შემოსავალი.
  • გამუდმებული კონტაქტი იქონიოს კორპორატიულ კლიენტებთან და გაუკეთოს მათ სპეციალური შეთავაზებები.
  • უნდა შეეძლოს სწრაფი და დროული პასუხები გასცეს კლიენტს, დროული კომუნიკაცია მოახდინოს საკუთრებებზე და განავითარო გრძელვადიანი, პროფესიული ურთიერთობები.
  • შესთავაზოს მუდმივად მაღალხარისხიანი სერვისი მომხმარებელს.
  • დაიმსახუროს მომხმარებლის კეთილგანწყობა და ლოიალურობა და ისე განაგრძოს მათთან თანამშრომლობა.
  • მიღება განთავსების დეპარტამენტთან ერთად იმუშაოს გუნდურად, რათა უფრო მარტივად მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
  • ახალი უნარ–ჩვევები გამოიმუშავოს გაყიდვების სფეროში.
  • დაესწროს ყველა დეპარტამენტისა და სასტუმროს პერსონალთა თათბირებს საჭიროებისამებრ.
  • დაამყაროს ძლიერი და კარგი კავშირები ახალ კლიენტებთან, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი ჯავშნები.
  • განავითაროს და მოამზადოს ახალი შეთავაზებები შესაბამისი კლიენტებისთვის.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
  • ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.



დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy12@hr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!